0
მენიუ
banner banner

"ყველა ლექცია გამორჩეული იყო თავისი მრავალფეროვანი დავალებებით და დისკუსიებით" - დავით ციციშვილის შთაბეჭდილება

"ყველა ლექცია გამორჩეული იყო თავისი მრავალფეროვანი დავალებებით და დისკუსიებით" - დავით ციციშვილის შთაბეჭდილება

 

დავით ციციშვილმა სმარტ აკადემიაში მარკეტინგის და თანმიმდევრული კომუნიკაციის პრაქტიკული კურსი გაიარა, ახლა კი კურსის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

"ჩემი მიზანი პრაქტიკული ცოდნის მიღება იყო ამ სფეროში მოღვაწე გამოცდილი ადამიანისგან."

მქონდა მოლოდინი, რომ მივიღებდი დიდ ცოდნას მარკეტინგის მენეჯერის მოვალეობების და რეალურ ცხოვრებაში, ყოველდღიური თასქების შესახებ. ჩემი მოლოდინები სრულად გამართლდა.

კურსის განმავლობაში

ვისწავლე თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს კარგი ბრენდი, ასევე, რომელი მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გასავლელი იმისთვის, რომ სწორი კომუნიკაცია დავამყაროთ სწორ აუდიტორიასთან, სწორ არხებში.

კურსის მსვლელობისას განვივითარე პრეზენტაბელურობის, გუნდური მუშაობის და მოკლე დროში კრეატიული იდეის მოფიქრების უნარები.

ლექტორის შესახებ

პირველ რიგში, ქეთი ამ სფეროში გამოცდილია, ფლობს პრაქტიკული ცოდნას და შეუძლია გასაგებ ენაზე გადასცეს ის სხვებს. არის ენთუზიაზმით სავსე და საოცრად მხიარული.

გამორჩეული ლექცია

ყველა ლექცია გამორჩეული იყო თავისი მრავალფეროვანი დავალებებით და დისკუსიებით, თუმცა, ყველაზე გამორჩეული მაინც დისთრიქთ 9-ს სპიკერის სტუმრობა იყო.

კურსის დასრულების შემდეგ

ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას მეტი თავდაჯერებულობით და იმაზე მეტი ინფორმაციით,  მარკეტინგის შესახებ, ვიდრე აქამდე მქონდა.

პროფესია - მარკეტინგის მენეჯერი

მარკეტინგში მომწონს ის, რომ შეგიძლია ადამიანი მიიყვანო ერთი მდგომარეობიდან (ცუდი) მეორემდე (კარგი) და შეუქმნა დამატებითი ღირებულება - ემოციური კავშირი, გარდა იმისა, რასაც თავად პროდუქტი სთავაზობს.

სმარტ აკადემია

სმარტ აკადემიამ მომცა შესაძლებლობა მიმეღო ცოდნა და გამოცდილება იმ ადამიანისგან, რომელიც უკვე მრავალი წელია ამ სფეროში მოღვაწეობს. აკადემიის თითოეული წარმომადგენელი საკუთარი საქმის პროფესიონალია. მომწონს, რომ არიან მეგობრულები და მზად კარიერულ წინსვლაში დახმარებისთვის.

დარეგისტრირდი მარკეტინგის პრაქტიკულ კურსზე აქ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები